პროექტის ავტორი
| |
სახელი და გვარი
|
ნონა ელკანიშვილი
|
ქალაქი
|
კასპი, სოფელი საქადაგიანო
|
სკოლა
|
საქადაგიანოს საჯარო სკოლა
|
პროექტის თემა - „გვიყვარდეს ბუნება“
| |
პრობლემა
|
ბავშვები ძალიან არიან გაუცხოვებულები გარესამყაროსთან და აღარ აქვთ ხშირი კონტაქტი ბუნებასთან.
|
პროექტის მიზანი და მისაღწევი შედეგი
|
პროექტის მიზანია, ბავშვებმა ისწავლონ ურთიერთიბა ბუნებასთან,მცენარეებთან, ისწავლონ მათი მოვლის და ზრუნვის საწყისი უნარ–ჩვევები. პროექტის ბოლოს მათ ექნებათ განსხვავებული, დადებითი დამოკიდებულება გარემოს მიმართ და მეტი ინფორმაცია ჩვენი ფლორის შესახებ. ასევე ისინი ჩაწვდებიან რეალურ საფრთხეს და დაინახავენ იმ პრობლემას, რასაც მწვანე საფარის შემცირება იწვევს. მათ უნდა სცადონ უფროსებამდე მიიტანონ დევიზი – ,,ნუ გავანადგურებთ მწვანე საფარს!“
|
კლასი
|
მე–6 კლასი, დაწყებითი საფეხური, 7 მოსწავლე.
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
ორი კვირა
|
პროექტის ეტაპები
| |
1 ეტაპი
|
– ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რამდენად შემცირდა დედამიწის მცენარეული საფარი ბოლო 100 წლის განმავლობაში.
– დაათვალიერებენ ფოტოებს და მოამზადებენ ფოტოკოლაჟებს თემატური შინაარსის მიხედვით. მოამზადებენ მცირე მიმოხილვას პრობლემის შესახებ.
– ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას მწვანე საფრის ხელოვნური აღდგენის და მებაღეობის შესახებ.
|
2 ეტაპი
|
– მოინახულებენ ,,გარდენიას“, დაესწრებიან თემატურ სამებაღეო ,,მწვანე გაკვეთილს“, სადაც გაიგებენ მცენარეებზე ზრუნვის საბაზისო უნარ–ჩვევების შესახებ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მიწა ნერგების დასარგავად, თიხის ქოთნებში დარგავენ მცენარეებს, ისწავლიან მათი მოვლის წესებს.
– გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარი ნამუშევრებით გაალამაზებენ საკუთარ კლასს.
|
3 ეტაპი
|
,,გარდენიაში“ გადაღებული ფოტომასალის და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვები მოამზადებენ მოკლე პრეზენტაციას ჩვენი მწვანე გარემოს შესახებ.
|
Комментарии
Отправить комментарий